პოლიტიკა

ბოლო ერთ კვირაში, საქართველოში კორონავირუსის 10 253 შემთხვევა გამოვლინდა

18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 10 253 შემთხვევა გამოვლინდა, 7 508 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხუთი კი გარდაიცვალა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

მათივე ცნობით, დასახელებულ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარდა 74 245 ტესტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში – 5 904, აჭარაში -1 317, ხოლო იმერეთში – 1 001 შემთხვევა.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 13.81 %, ბოლო 14 დღის – 12.35 %.

წინა კვირის მონაცემებით, 10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 7 812 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 764 პირი, გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

ასევე ნახეთ

ცესკო – საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ცენტრალური საარჩევნო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია