პოლიტიკა

ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან – ევაკუირებულია ათასობით ადამიანი

დასავლეთ ევროპაში ტყის ხანძრის გამო ათასობით ადამიანია ევაკუირებული. მეხანძრეები სტიქიას საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის სხვადასხვა ნაწილში ებრძვიან.

სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ჟირონდას რეგიონში, 12000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, სადაც ძლიერმა ქარმა ფიჭვის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის მცდელობები ჩაშალა. ხანძარია ბორდოს სამხრეთითაც.

უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის შედეგად გამოწვეულ სტიქიას მეხანძრეები ესპანეთშიც ებრძვიან. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურა 45,7 გრადუსამდე მიაღწია. ქვეყნის სამხრეთით, კოსტა დელ სოლთან ახლოს გაჩენილი დიდი ხანძრის გამო, სახლებიდან 3000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძრებს ებრძვიან პორტუგალიაშიც, სადაც ასევე ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7-დან 13 ივლისამდე პერიოდში, პორტუგალიაში სიცხემ 238 ადამიანი იმსხვერპლა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, ამ კვირაშიც გაგრძელდება.

ასევე ნახეთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ ძალიან ბევრი გმირი გვყავს და ამიტომ „მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა არის დამამცირებელი ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის

„მონათა აღლუმის“ ჩატარების ყველანაირი მცდელობა ჩვენი სახელმწიფო მოხელეებისთვის დამამცირებელია – ხომ ხედავთ როგორ შემოდგომის ბუზებივით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია