საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრემა ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დააფიქსირა. ჩვენმა გუნდმა 8 სექტემბერს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, თბილისში „დინამო არენაზე“ უამსპინძლა და 1:7 წააგო.
საქართველოს ნაკრებმა წააგო ყველა კომპონენტში, “დინამო არენა” გაივსო, თუმცა იმედგაცრუებულმა გულშემატკივარმა მისთვის საინტერესო ვერაფერი იხილა, პირველი ტაიმი ესპანელებმა 0:4 მოიგეს, (0:1 მორატა (22), 0:2 კვერკველია (27-ავტოგოლი), 0:3 დანი ოლმო (38), 0:4 მორატა (40).
მეორე ტამში სხვაობა გიორგი ჩაკვეტაძემ 49-ე წუთზე შეამცირა, 66-ე წუთზე მორატამ ჰეთ თრიკი შეასრულა და ანგარიში 1:5 გახდა, 2 წუთში უილიამსმა გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე იამალმა დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ სქართველოს ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა, თქვა რომ ჟურნალისტების კითხვებს ვერ უპასუხებდა და თამაში შეაფასა:
„დარწმუნებული ვარ, მიცნობთ, ყოველთვის ვპასუხობ თქვენს კითხვებს, მაგრამ დღეს ისეთი კატასტროფული ვითარება შეიქმნა, რომ 300 შეკითხვაზე პასუხის გაცემას აზრიც არ აქვს. ბოდიშს ვუხდით ფანტასტიკურ გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენი ცუდი თამაშის მიუხედავად ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს მხოლოდ ისინი იმსახურებენ ქებას და მადლობას ვუხდით მას. შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არაფერი გამოგვივიდა – ბურთითაც და უბურთოდაც, არც ჩვენი მიდგომა ვარგოდა, თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა.
დაველაპარაკები ფეხბურთელებს. დაწვრილებით გავაანალიზებთ იმას, რაც დღეს მოხდა. კატასტროფული შედეგი იყო და ეს ეხება აბსოლუტურად ყველას, როგორც მოთამაშებს, ასევე მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს. „
ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ოთხი ქულით მეოთხე ადგილზეა. ვილი სანიოლის გუნდი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შემდეგ შეხვედრას 12 სექტემბერს ნორვეგიის წინააღმდეგ ოსლოში გამართავს