პოლიტიკა

1 იანვარს რონალდო „ალ-ნასრის“ ფეხბურთელი გახდება

კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ გადადის.

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი პირველი იანვრიდან გახდება „ალ-ნასრის“ წევრი. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2.5 წლით იქნება განსაზღვრული.

ხელშეკრულების პირობებით, 37 წლის რონალდოს ხელფასი სეზონში დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნება ბონუსებისა და სარეკლამო შემოსავლების გათვალისწინებით. წყარო აღნიშნავს, რომ ამით კრიშტიანო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება.

კრიშტიანო რონალდოს კონტრაქტი „მაჩესტერ იუნაიტედთან“ მსოფლიო ჩემპიონატის დროს გაუქმდა. ამჟამად, პორტუგალიელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...