პოლიტიკა

3 მედალი ტყვიის სროლაში გრან პრის პირველ დღეს

ქართველმა ტყვიის მსრილელებმა 3 მედალი მოიპოვეს სლოვენიის ქალაქ რუსეში მიმდინარე გრან პრის პირველ საშეჯიბრო დღეს.

პნევმატური იარაღიდან 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში პირველ დღეს ახალგაზრდებმა იასპარეზეს – გოგონებმაც და ბიჭებმაც, ჩვენმა ნაკრებმა კი გამოსვლა 3 მედლით დაასრულა – 2 ვერცხლი და 1 – ბრინჯაო.

თავდაპირველად ჩვენებმა წარმატება გოგონათა ტურნირში მოიპოვეს, სადაც თითო ვერცხლ-ბრინჯაო დაისაკუთრეს. ეს თელაველმა ტყუპებმა შეძლეს – მარიამ ფროდიაშვილი ვიცე-ჩემპიონი გახდა, სალომე ფროდიაშვილი მესამეზე გავიდა.
მარიამ ფროდიაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპიც საკმაოდ კარგად ჩაატარა –  571 ქულით გაიმარჯვა. სალომე 568 ქულით მესამე აღმოჩნდა.

ფინალში ჩვენგან საუკეთესოდ კვლავაც მარიამ ფროდიაშვილმა ისროლა, ვინც ბოლომდე შემორჩა ფინალ-ჰოლს, თუმცა სომეხმა მსროლელმა მაინც აჯობა: გაბრიელიანმა 239.7 ქულით დაასრულა გამოსვლა, ქართველმა – 233.4-ით და ვერცხლს დასჯერდა. სალომე ფროდიაშვილმა 210.7-ით დაამთავრა გამოსვლა და ბრინჯაოსაც დაეუფლა. აბრამიშვილის ფინალური მონაგარი 167.8 ქულა გამოდგა, რაც მეხუთე მაჩვენებელი აღმოჩნდა.

ბიჭებმა 1 ვერცხლი მოიპოვეს, რაც ქუთაისელმა გიორგი მუმლაძემ შეძლო. აქ 3 მონაწილე გვყავდა და 3-ვე გავიდა ფინალში. შესარჩევი ეტაპი ყველაზე კარგად მუმლაძემ ჩაატარა – 565 ქულა და მე-3 ადგილი. მეორე ქუთაისელმა იოანე ხვარეშიამ 560 ქულა დააგროვა, თუმცა მხოლოდ ერთი საფეხურით ჩამორჩა მუმლაძეს – IV ადგილი. ჩვენი გუნდის კიდევ ერთი დებიუტანტი, თბილისელი ლაშა შავშიშვილი 545 ქულით VIII ადგილზე გავიდა და ფინალის ბოლო საგზურიც დაისაკუთრა.

ფინალშიც ჩვენგან საუკეთესოდ ისევ მუმლაძე გაისარჯა და ვერცხლს დაეუფლა 235.6 ქულით.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...