პოლიტიკა

ახალგაზრდული ევრო 2023-ისთვის მოხალისეთა რეგისტრაცია დაიწყო

2023 წელს საქართველო უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. შეჯიბრება 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ფინალური მატჩი ბათუმი არენაზე შედგება.

სამისოდ, ფეხბურთის ფედერაციამ მოხალისეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ამის შესახებ განცხადებაც გამოაქვეყნა.

„ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის თქვენი ჩართულობა აუცილებელია. თუ გაქვს სურვილი, მონაწილეობა მიიღო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩემპიონატის ორგანიზებაში, ფლობ ინგლისურ ენას და მზად ხარ, გახდე საინტერესო გუნდის წევრი, შეავსე მოხალისეთა აპლიკაცია. სასურველი ლოკაცია და საქმიანობის სფერო შეგიძლიათ, თავად აირჩიოთ: მარკეტინგი, ღონისძიებების მართვა, მედია, ბილეთების ადმინისტრირება, სხვა საინტერესო მიმართულებები“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.

პროექტში ჩართული ყველა მონაწილე მიიღებს უეფა-სა და სფფ-ის საერთაშორისო სერტიფიკატს, ტურნირის ბრენდირებულ აქსესუარებს, უზრუნველყოფილი იქნება კვებითა და ტრანსპორტირებით. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, დაინტერესებული ახალგაზრდა გახდეს საერთაშორისო ჩემპიონატის მრავალფეროვანი გუნდის წევრი, მიიღებს გამოცდილებას და პროფესიული განვითარებისა და ახალი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას.

ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში მოხალისედ მონაწილეობის მსურველებს აპლიკაცია შეუძლიათ შეავსონ ბმულზე: UEFA Login > UEFA

ასევე ნახეთ

ზაზა ფაჩულიასა და „გოლდენ სტეიტს“ თეთრ სახლში უმასპინძლეს

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია, NBA-ის კლუბ „გოლდენ სტეიტთან“ ერთად, თეთრ სახლს სტუმრობდა. ზაზა …