პოლიტიკა

ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები – ხვიჩა კვარაცხელია

„მილანთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს წაგებისა და გამოუყენებელი პენალტისთვის ბოდიში მოუხადა.

„რთულია, როცა ვხედავ ცრემლებს თქვენს თვალებზე და თქვენთვის ბედნიერება ვერ მომაქვს. ყველანაირად ვეცდები დღევანდელი დღე გამოცდილებად მივიღო.

ბოდიში და მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ წამს ვგრძნობ! მიყვარხართ და დავბრუნდებით უფრო ძლიერები. წინ ბევრი მატჩია, ოცნება გრძელდება!“ – დაწერა ხვიჩა კვარაცხელიამ.

მიუხედავად „ნაპოლის“ მარცხისა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საერთაშოროსო საფეხბურთო ანალიტიკურმა ვებგვერდებმა Whoscored-მა და sofascore-მ მაინც ქართველი ფეხბურთელი დაასახელეს.

ორი მატჩის ჯამში „მილანმა“ მოიგო 2:1 (1:0, 1:1) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.

ასევე ნახეთ

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ნოემბერში 2 მატჩს გამართავს

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები EuroBasket 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ნოემბერში 2 მატჩს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს. 21 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია