პოლიტიკა

ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტიმ პირველი ტიტული მოიპოვა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც სტამბოლში გაიმართა, ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდნენ.

ნახევარფინალში „სამეფო კლუბის“ განადგურების შემდეგ ფავორიტად ინგლისური გუნდი მიიჩნეოდა, მაგრამ შეხვედრის ნახევარზე მეტმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა.

ფინალურ მატჩში გარდამტეხი აღმოჩნდა როდრის უზუსტესი, ძლიერი დარტყმა და 68-ე წუთზე „მანჩესტერ სიტი“ დაწინაურდა.

„მანჩესტერ სიტიმ“ 1:0 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

„მანჩესტერ სიტი“ გახდა მეექვსე ინგლისური კლუბი ისტორიაში, („მანჩესტერ იუნაიტედის“, „ლივერპულის“, „ჩელსის“, „ნოტინგემ ფორესტისა“ და „ასტონ ვილას“ შემდეგ), რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ასევე ნახეთ

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა სერბეთს მოუგო

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ანტალიაში მიმდინარე შეკრებაზე სერბეთს დაუპირისპირდა და 3-1 გაიმარჯვა. ანგარიში გაბრიელ სიგუამ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია