პოლიტიკა

ჩვენი მიზანი ამ ზღაპრის გაგრძელებაა – რამაზ სვანაძე

დღეს, “დინამო არენაზე” საქართველოში მიმდინარე 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის მატჩის წინ საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრებების მთავარმა მწვრთლებმა პრესკონფერენცია გამართეს. ჩვენი გუნდი 27 ივნისს დინამო არენაზე ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

მიმდინარე ჩემპიონატის მესამე მატჩამდე ერთი მოგებით და ერთი ფრით საქართველოს 4 ქულა აქვს . საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“ ჩვენ ჯგუფში სამივე მეტოქე ძალიან ძლიერია. ნიდერლანდების ნაკრებში უამრავი ვარსკვლავი თამაშობს, თუმცა ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. ასევე ძალიან დიდი როლი ექნება გულშემატკივარს. ჩვენი მიზანია, რომ ხალხი არ გავაწბილოთ და ეს ზღაპარი გავაგრძელოთ.
ევროპის ჩემპიონატია და ყველა თამაში რთულია, ნიდერლანდების ნაკრებთან რთულ თამაშს ველოდებით. გუნდში ფსიქოლოგიურად ყველაფერი რიგზეა. ამ რთულ ჯგუფში ყველა თამაში ფინალის ტოლია.

ჩემპიონატის დაწყებამდე ვამბობდი, რომ ჩვენი მიზანი თამაშიდან თამაშამდე მომზადება იყო. ამ ჯგუფში რთულია წინასწარ ვინმესთან 3 ქულა დაგეგმო. 2 ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერები ვართ და გვსურს, ყველაფერი წარმატებით დავასრულოთ.

რაც შეეხება გაგნიძის მდგომარეობას, კარგი ის არის, რომ ოპერაცია არ დაჭირდება, თუმცა დაახლოებით 1 თვიანი რეაბილიტაციის გავლა მოუწევს. ამის მიუხედავად, ის ჩვენთან ერთად დარჩება, რადგან უნდა აღვნიშნო, რომ ის ამ ნაკრების გულია როგორც მოედანზე, ისევე გარეთ. ამ ბიჭმა სარფიან კონტრაქტზე თქვა უარი, როდესაც თურქეთიდან ჰქონდა შემოთავაზება რადგან იქ სათამაშო პრაქტიკა არ ექნებოდა. ამის მიუხედავად, ის დაბრუნდა თავი გუნდში, გორის „დილაში“, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებულიყო.

ერვინ ვან დერ ლოი: ( ნიდერლანდების 21 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი)

“ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებით, საქართველოს ნაკრებს სტადიონზე დიდი მხარდაჭერა ექნება და ამით ჩვენ უნდა ვისიამოვნოთ, ველოდებით კარგ თამაშს და იმედი მაქვა ჩემი ფეხბურთელები ჩვენთვის სასარგებლო შედეგს დააფიქსირებენ. ჩემი გუნდის ფიზიკურ შესაძლებლობებზე კითხვები არ მაქვს. რთული გრაფიკი გვაქვს და ეს პრობლემებს გვიქმნის.”

საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩი 27 ივნისს დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

ასევე ნახეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია