პოლიტიკა

კრიშტიანო რონალდო გინესის რეკორდსმენი გახდა

პორტუგალიელი ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გინესის რეკორდსმენი გახდა. 2022 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 1 მაისამდე პერიოდში მან 136 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და გინესის რეკორდების წიგნში წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტის სტატუსით შევიდა.

გასული წელს, დეკემბერში რონალდომ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერა საუდის არაბეთის ჩემპიონატის გუნდში, „ალ-ნასრიში“ გააგრძელა, სადაც მას  სეზონში 200 მილიონ ევროს უხდიან.

კარიერის განმავლობაში  რონალდო ლისაბონის „სპორტინგში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, მადრიდის „რეალში“, ტურინის „იუვენტუსსა“ თამაშობდა და „ალ-ნასრიში“ აგრძელებს კარიერას. სანაკრებო დონეზე ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი, 123 გოლი აქვს გატანილი .

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...