პოლიტიკა

დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის ოსკარით დააჯილდოვეს

ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა Midi Olympique-მა საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ უკანახაზელი დავით ნინიაშვილი ფრანგული რაგბის „ოსკარით“ დააჯილდოვა. ჯილდო ქართველმა მორაგბემ „ჟერლანის“ სტადიონზე გამართულ ცერემონიალზე მიიღო.

ნინიაშვილი გახდა მეორე ქართველი მორაგბე, რომელსაც აღნიშნული ინდივიდუალური ტიტული გადასცეს. 2013 წელს გამოცემამ „ოსკარი“ ქართული რაგბის ლეგენდას, მამუკა გორგოძეს მიანიჭა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დავით ნინიაშვილი „ლიონში“ 2021 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში მისი გუნდი საფრანგეთის ტოპ 14-ში 55 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს, ხოლო თავად 20 წლის ნინიაშვილის ანგარიშზე 12 ჩატარებული მატჩი და 7 ლელოა.

გასულ წელს ნინიაშვილმა „ბარბაროსების“ შემადგენლობაში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...