UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა და ილია” ახალ მასშტაბზე გადადის.
გიორგი კეკელიძის ავტორობით გამოცემული ბიოგრაფიული ნაწარმოები უკვე ესპანურ ენაზეა ხელმისაწვდომი.
წაგნი რამდენიმე დღის წინ ჩაეშვა გაყიდვაში და ესპანეთში ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებში და ასევე, მისი შესძენა შესაძლებელია ონლაინ – Todostuslibros და Amazon.es .
“დედა და ილია” – მოგვითხრობს საქართველოს უახლესი ისტორიის მძიმე პერიოდის, ოკუპაციის, დევნილობის, ემიგრაციისა და სირთულეების მიუხედავად, მუდამ გამარჯვებისკენ სწრაფვაზე, – გზა რომელიც ილია თოფურიას დედამ და ოჯახმა გაიარა, სოხუმი – ჭუბერი – რუსთავი – ჰალე – რუსთავი – ალიკანტე – კალიფორნია და დიდი გამარჯვება.
SMH Sports-მა ინგა ბენდელიანი-თოფურიასთან და გიორგი კეკელიძესთან ერთად, პარტნიორული შეთანხმება გააფორმა, მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ესპანურ Grupo Planeta-სთან, რომელმაც გამოსცა წიგნი ესპანურ ენაზე.
Grupo Planeta არის წამყვანი ესპანური საკომუნიკაციო ჯგუფი, რომელიც 1949 წელს დაარსდა ბარსელონაში და ამ დროისთვის, არის წამყვანი საგამომცემლო ჯგუფი ესპანეთსა და ლათინურ ამერიკაში. კომპანია ასევე წარმატებით ოპერირებს საფრანგეთში. Grupo Planeta ერთ-ერთი უდიდესი ესპანური მულტიმედიური ჯგუფია მედია სივრცეში.
“დედა და ილია” ქართულ ენაზე ერთი წლის წინ გამოიცა და ამ პერიოდის განმავლობაში ბესთსელერის ადგილს შეუცვლელად იკავებს.