პოლიტიკა

დღეს საქართველოს ჩემპიონი გაირკვევა – ბოლო ტურში ბათუმის „დინამოს“ მატჩზე მაყურებელს დასწრების უფლება დართეს

ბათუმის „დინამომ“ გაავრცელა განცხადება და ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში გუნდის თამაშს მაყურებელი მაინც დაესწრება, კლუბის დასჯის მიუხედავად.

„ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ კლუბმა საფეხბურთო დავების განმხილველ ტრიბუნალში გაასაჩივრა წინა საშინაო მატჩის შემდეგ გამოტანილი დისციპლინარული სანქციები.  ტრიბუნალმა იხელმძღვანელა კლუბის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის შუამდგომლობით და გამოტანილი დადგენილებით განაჩენის განხილვამდე შეაჩერა აღნიშნული სანქციის აღსრულება. შედეგად, 3 დეკემბერს ქუთაისის „ტორპედოსთან“ მატჩზე დაშვებულია მაყურებლის დასწრება. აღნიშნულ მატჩზე დასწრება უფასოდ შეგეძლებათ“, – წერია ბათუმის „დინამოს“ ადმინისტრაციის განცხადებაში.

15 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს 2022 წლის 12 ნოემბერს ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოსა“ და წყალტუბოს „სამგურალს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი დარღვევები. საბოლოოდ, გადაწყდა, რომ ბათუმის „დინამო“ მომდევნო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავდა, პლუს, დაეკისრა ფულადი ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით.

ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩები 3 დეკემბერს გაიმართება და გაირკვევა საქართველოს ჩემპიონის და კონფერენს ლიგის საგზური მფლობელი. ბოლო ტურამდე „დინამო თბილისი“ (77 ქულა) მინიმალური სხვაობით ასწრებს მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ (76).

ტური 36 – შაბათი, 3 დეკემბერი

სიონი – ლოკომოტივი

13:30. თამაზ სტეფანია – ბოლნისი

დინამო თბ – გაგრა

13:30. დინამო არენა – თბილისი

საბურთალო – თელავი

13:30. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი

დინამო ბთ – ტორპედო

13:30. აჭარაბეთ არენა – ბათუმი

დილა – სამგურალი

16:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი

ასევე ნახეთ

ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია