პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთი ოლიმპიადის სპონსორებს მოუწოდეს, ზეწოლა განახორციელონ საერთაშორისო კომიტეტზე, რათა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან პარიზში დაგეგმილ თამაშებზე

დიდი ბრიტანეთის მთავრობა ოლიმპიადის უმსხვილეს სპონსორებს მოწოდებით მიმართავს, ზეწოლა განახორციელონ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტზე, რათა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები არ დაუშვან მომავალ წელს პარიზში დაგეგმილ თამაშებზე.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, იანვარში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტის კრიტიკის ობიექტი გახდა, მას შემდეგ, რაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს შესთავაზა, პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მიიღონ მონაწილეობა ნეიტრალური სტატუსით. აღსანიშნავია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კომიტეტში ჯერ არ არის მიღებული.

დიდი ბრიტანეთის კულტურის მინისტრმა, ლიუსი ფრეიზერმა წერილი გაუგზავნა ოლიმპიური თამაშების უმსხვილეს სპონსორ 13 კომპანიას, მათ შორის „კოკა-კოლას“, „სამსუნგს“, „ვიზას“.

„ვიცით , რომ რუსეთსა და ბელარუსში სპორტი და პოლიტიკა მჭიდროდ არის გადაჯაჭვული და ჩვენ მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ რუსეთი და ბელარუსის რეჟიმებს არ უნდა მიეცეთ საშუალება სპორტი თავიანთი პროპაგანდისტული მიზნებისთვის“, – ნათქვამია მინისტრის წერილში.

გასულ თვეში დიდმა ბრიტანეთმა და კიდევ 34-მა ქვეყანამ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდეს, აუკრძალოს რუს და ბელარუს სპორტსმენებს მის შეჯიბრებში მონაწილეობა.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია