პოლიტიკა

ფეხბურთელი ატსუ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს

თურქული „ჰათაისფორისა“ და განას ნაკრების ნახევარმცველი კრისტიან ატსუ მიწისძვრის შედეგად დაიღუპა.

„კრისტიან ატსუ ნაპოვნია. სამწუხაროდ, ის დაიღუპა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელის აგენტმა, მურატ უზუნმეჰმეთმა.

31 წლის ფეხბურთელი სახლის ნანგრევებში აღმოაჩინეს, რომელიც ქაჰრამანმარაშში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ დაინგრა.

„ჰათაისფორში“ გადასვლამდე ატსუ „ჩელსიში“, „ნიუკასლში“, „პორტუში“, „რიუ ავეში“, „ვიტესში“, „ევერტონში“, „მალაგაში“, „ბორნმუთსა“ და „ალ-რეადში“ თამაშობდა.

ნახევარმცველმა განას ნაკრებში 60 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. იყო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია