პოლიტიკა

ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს

ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს. ამის შესახებ ნათქვამია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.

„საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას.

სწორედ ამიტომ, საფეხბურთო ნაკრების მოტივაციის დამატებით მხარდასაჭერად, ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ამასთანავე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

გამარჯვებას ვუსურვებთ ჩვენს ნაკრებს. გვჯერა, რომ ეს მხოლოდ წარმატების ამ საოცარი გზის დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი გამარჯვება გველის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე ნახეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია