პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველო ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
EURO 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.
დაძაბული მატჩის ძირითადი დრო გოლის გარეშე დასრულდა, ასევე უგოლო აღმოჩნდა დამატებითი ტაიმებიც. 11-მეტრიანების სერიაში საქართველოს ნაკრებმა 4:2 გაიმარჯვა. პენალტები ზუსტად გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკვესკირმა შეასრულეს. გიორგი მამარდაშვილმა კი, მეტოქის პირველი 11-მეტრიანი მოიგერია.
საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ქომაგები გადაჭედილ “დინამო არენაზე” დიდხანს ზეიმობდნენ, სახალხო ზეიმი მთელ ქალაქშია.
ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
ფოტო: GFF