პოლიტიკა

ისტორიული მოვლენა – საქართველოს ნაკრები EURO 2024-ზე ითამაშებს!

პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველო ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

EURO 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა.

დაძაბული მატჩის ძირითადი დრო გოლის გარეშე დასრულდა, ასევე უგოლო აღმოჩნდა დამატებითი ტაიმებიც. 11-მეტრიანების სერიაში საქართველოს ნაკრებმა 4:2 გაიმარჯვა. პენალტები ზუსტად გიორგი ქოჩორაშვილმა, ზურიკო დავითაშვილმა, ლაშა დვალმა და ნიკა კვეკვესკირმა შეასრულეს. გიორგი მამარდაშვილმა კი, მეტოქის პირველი 11-მეტრიანი მოიგერია.

საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ქომაგები გადაჭედილ “დინამო არენაზე” დიდხანს ზეიმობდნენ, სახალხო ზეიმი მთელ ქალაქშია.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

 

ფოტო: GFF

ასევე ნახეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან 1-0 დამარცხდა

უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას დაუპირისპორდა და მიხაილო მუდრიკის გატანილი ერთადერთი გოლით 0:1 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია