Breaking News

ისტორიული შედეგი – საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს

ისტორიული შედეგი – საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს

26.02.2023 – თარიღი რომელიც ქართული კალათბურთის ისტორიულ შედეგს შემოინახავს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

26 თებერვალს ჩვენმა გუნდმა „თბილისი არენაზე“ ისლანდიას უმასპინძლა და ყველაფერი საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა. ჯგუფში შექმნილი სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, ისლანდიას 4 ქულით გამარჯვება სჭირდებოდა. მატჩი 77:80 დასრულდა ისლანდიელების სასარგებლოდ, რაც საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ნიშნავს.

ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი გიორგი შედეგიანი იყო 23 ქულით, შენგელიამ 20, მაკფადენმა კი 17 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ 4 დღეში 3 თამაში ჩაატარა 3 სხავადასხვა ქვეყანაში.

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად 2 წლის განმავლობაში ორი ჯგუფური ეტაპი დაძლია.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე, რომელიც 2021-2022 წლების სეზონში ჩატარდა, 6 მატჩიდან 4 მოიგო და 4-გუნდიან ჯგუფში ესპანეთის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი 6 მატჩიდან 4-ში გაიმარჯვა და ესპანეთთან და იტალიასთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

29 აპრილს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩატარდება წილისყრა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულ 32 ეროვნულ ნაკრებს 8 ჯგუფში გადაანაწილებს.

სწორედ ამ დღეს გავიგებთ ვინ იქნება საქართველოს ნაკრების 3 მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე და რომელ ქვეყანაში მოგწევს ასპარეზობა – ფილიპინებზე, ინდონეზიასა თუ იაპონიაში.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ზემოთ ხსენებულ 3 ქვეყანაში გაიმართება, ხოლო პლეი ოფში გასული გუნდები მანილაში შეიკრიბებიან და მსოფლიოს ჩემპიონს გამოავლენენ

Check Also

ნიკოლოზ ბასილაშვილი Seoul Open Challenger 2024-ის გამაჯრვებულია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამხრეთ კორეაში Seoul Open Challenger-ის ტურნირი მოიგო. სპოტსმენმა იაპონელი მეტოქე ტარო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია