პოლიტიკა

ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯამლეტ ხუხაშვილი 1944 წლის 13 აპრილს დაიბადა. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მწვრთნელთა აკადემია. 1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი.

1980-1992 წლებში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან „მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“.

ჯამლეტ ხუხაშვილი დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად, საუკეთესო სპორტულ კომენტატორად, იყო სპორტული რადიო „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი. ის დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით, ქართული სპორტის განვითარების, მისი პოპულარიზაციის, ქართველი და ებრაელი ხალხების ურთიერთობათა განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

 

ასევე ნახეთ

შემდეგი წლიდან სკოლაში შესვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შემდეგი წლიდან, სკოლაში შესვლის შესაძლებლობა შეეძლება მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...