პოლიტიკა

„იუვენტუსი“ მკაცრად დასაჯეს – ტურინულ კლუბს 15 ქულა ჩამოაკლეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა სასამართლომ ფინანსური თაღლითობის გამო ტურინის „იუვენტუსისთვის“ იტალიის ჩემპიონატში 15 ქულის ჩამოკლების გადაწყვეტილება მიიღო, – ინფორმაციას football-italia ავრცელებს. შედეგად, ტურინული კლუბი სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე დაქვეითდება.

ქულების დაკლების გარდა, იტალიურმა სასამართლომ კლუბის ყოფილი ხელმძღვანელებიც დასაჯა. ექსპრეზიდენტი ანდრეა ანიელი და სპორტული დირექტორი მაურიციო არივაბენე – 2-2 წლით, ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი – 8 თვით, დირექტორი ფაბიო პარატიჩი (ამჟამად „ტოტენჰემის“ დირექტორი) – 2,5 წლით, ხოლო ფედერიკო კერუბინი 1 წლით ჩამოაშორეს საფეხბურთო საქმიანობას.

„იუვეტუსს“ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.

ასევე ნახეთ

ნინო სალუქვაძის ტირში დასრულდა “შოთა ქველიაშვილის სახელობის თასის გათამაშება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში”

ნინო სალუქვაძის ტირში დასრულდა “შოთა ქველიაშვილის სახელობის თასის გათამაშება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში”. ტურნირის ბოლო დღეს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია