პოლიტიკა

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2 – 1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ, მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს.

პირველი მატჩი “არსენალთან” ლონდონში პარიზელებმა 1 – 0 მოიგეს. პსჟ საპასუხო მატჩში ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა შეხვედრა ლონდონელთა უპირატესობით დაიწყო, სტუმრებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. ანგარიში მასპინძლებმა 27-ე წუთზე ფაბიან რუისის გოლით გახსნეს. პარიზელებს 69-ე წუთზე შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა, თუმცა ვიტინიამ პენალტი ვერ გამოიყენა. აღნიშნული მომენტიდან 3 წუთში კვარაცხელიას წამოწყებული შეტევა აშრაფ ჰაკიმიმ გოლად აქცია. “არსენალმა“ ბიკაიო საკას გოლით სხვაობა 76-ე წუთზე შეამცირა და როგორც მოგვიანებით გაირკვა საბოლოო ანგარიში 2 – 1 დააფიქსირა.
პსჟ-მა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3 – 1 (1 – 0, 2 – 1) დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური.

პარიზელებმა პირველად ფინალი 2020 წელს „ბაიერნთან“ 0:1 წააგეს.

2025-2026 წ. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 31 მაისს მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება. პსჟ – მილანის ინტერს დაუპირისპირდება.

ასევე ნახეთ

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა სერბეთს მოუგო

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ანტალიაში მიმდინარე შეკრებაზე სერბეთს დაუპირისპირდა და 3-1 გაიმარჯვა. ანგარიში გაბრიელ სიგუამ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია