პოლიტიკა

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში და მეორე ქართველი ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მფლობელი, – ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია.

მიუნხენში ალიანს არენაზე ფინალური მატჩში ქართველის გუნდი მილანის “ინტერს” დაუპირისპირდა და მარტივად, 5-0 გაიმარჯვა. ანგარიში ჰაკიმიმ დუეს გადაცემით, მე-12 წუთზე გახსნა, უპირატესობა მე-20 წუთზე დუემ გაზარდა. მეორე ტაიმში პარიზელებმა კიდევ 3 გოლი გაიტანეს, 63-ე წუთზე დუემ დუბლი გაიფორმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 73-ე წუთზე ანგარიში 4:0 გახდა, საბოლოო შედეგი კი 5:0 მაიულუმ 87-ე წუთზე დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში ნაპოლიდან მიმდინარე წლის იანვარში გადავიდა და 2024-2025 წლების სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, იტალიის სერია A და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ასევე ნახეთ

მსოფლიო საკალუბო ჩემპიონატის გამარჯვებული ჩელსი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. ფინალურ შეხვედრაში ქართველის პსჟ ლონდონურ ჩელსის დაუპირისპირდა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია