პოლიტიკა

ხვიჩა კვარაცხელია – მოედანზე საქართველოსთვის 100%-ით ვიხარჯები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას 8 სექტემბერს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ჟურნალისტების კითხვებს პრესკონფერენციაზე საქართაველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ნაკრების წევრმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხეს.

ვილი სანიოლი:

ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. მოლოდინი საკმაოდ მაღალია, თუმცა ყოველთვის უნდა ვიცოდეთ რომ შენება პროცესია და ერთ დღეში ვერ ჩამოვყალიბდებით. ესპანეთი უძლიერესი ნაკრებია, ჩემი მხრიდან ფეხბურთელებზე ზეწოლა არ იქნება, მთავარია დისციპლინით ითამაშონ გარემო ფაქტორზეც იქნება დამოკიდებული.

იმისთვის რომ ხვალ წარმატებას მივაღწიოთ მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ. ახალგაზრდა ფეხბურთელები გვაყავს და მათთვის შესანიშნავი გამოცდილება იქნება.

 

ხვიჩა კვარაცხელია:

მოედანზე საქართველოსთვის 100%-ით ვიხარჯები და იმედია, ხალხი ამას ხედავს.
საქართველოს ნაკრებისთვის და ნაპოლისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, 90 წუთისთვის მზად ვარ თუ არა. ჩემი აზრით, 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ და ამას უკვე მოედანზე იხილავთ.

ძალიან მოხარული ვარ და სასიამოვნოა, როდესაც შრომა გიფასდება, მიხარია ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში ყოფნა, მაგრამ ამ მომენტში ესპანეთთან მატჩის გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობ.

რაც შეეხება 21-წლამდელთა ნაკრებს, ალბათ არავის დარჩენია შთაბეჭდილება, რომ ამ ბიჭებს ვიღაც ან რაღაც დააკლდათ. წარმატებით გამოვიდნენ, ქართველი ხალხიც ასახელეს. რა თქმა უნდა, მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ შედეგი კარგი იყო.

ჩემს უთამაშებლობას რაც შეეხება, მიზეზი წესით ყველამ იცის, რომ ჩამოვსულიყავით რამდენიმე ფეხბურთელი, ალბათ იმ ფეხბურთელებზე ვერ გაიგებდით, რომლებმაც იდეალურად ითამაშეს. სხვა მიზეზებთან ერთად იყო ისიც, რომ ეს ბიჭები 2 წელი თამაშობდნენ ერთად და ჰქონდათ შესაძლებლობა, დიდ ჩემპიონატზე ეთამაშათ და მეტი გამოცდილება მიიღოთ. არამხოლოდ ჩემი თავის გამო, არამედ მათ გამოც ვფიქრობდი, რომ არ იქნებოდა სწორი ჩემი თამაში. მე ყველაფერს გულწრფელად ვამბობ, ყველამ იცის, რატომაც არ ვიყავი ევროპის ჩემპიონატზე.

ნაპოლის შეუძლია თუ არა ფეხბურთელის ნაკრებში გაშვებაში ხელის შეშლა? ამასთან დაკავშირებით მე ვერაფერს გეტყვით, ამ შეკითხვით ნაპოლის უნდა მიმართოთ. მე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები საქართველოსთვის და ამას ყველა ხედავს.

ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს ესპანელებმა.

ლუის დე ფუენტე ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

მძიმე თამაშს ველით საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალიან გაუმჯობესდა ფეხბურთელების კლასი გაიზარდა
რთული თამაში იქნება, მაგრამ ველოდებით რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ.
ყოველთვის თვალს ვადევნებ საქართველოს ნაკრებს და ისტორიაში შესაძლოა საუკეთესო თაობა იყოს. დიდ წინააღმდეგობას ველით, მაგრამ ხვალ საუკეთესო თამაშისთვის ვემზადებით.

 

როდრი – ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი :

საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. ვთვლით ჯგუფში ერთ-ერთი ძლიერია. ბევრი კარგი მოთამაშეა, მაგრამ მთავარი გუნდურობაა, კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია.

ამ ეტაპზე ეს ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. საქართველოს ინდივიდუალურად ბევრი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, მაგრამ გუნდურად უნდა შევაფასოთ და ამის მიხედვით ვემზადებით, რომ შესაბამისად ვეთამაშოთ.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 8 სექტემბერს დინამო არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.

ასევე ნახეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია