ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მოულოდნელად ერთა ლიგის მე-5 ტურის არცერთ სიმბოლურ ნაკრებში არ დაასახელეს, საერთაშორისო ანალიტიკურმა ინტერნეტ-პორტალის, „სოფასქორის“ რეიტინგით ტურნრიის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულშია.
ხვიჩა კვარაცხელიამ C4 ჯგუფის გადამწყტვეტ შეხვედრაში ჩრდილოთ მაკედონაისთან პირდაპირი გავლენა მოახდინა პირველი გოლის გატანაზე, მეორე კი ბუდუ ზივზივაძის შესანიშნავი გადაცემით გაიტანა.
მაგრამ კვარაცხელიას კარგი თამაში ნაწილობრივ მაინც დააფასეს და 21 წლის ქართველი შემტევი ტურნირის ოთხივე დივიზიონში ჩატარებული 5 ტურის შემდეგ საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულშია.
პირველ ადგილზე თურქეთის ნაკრების შემტევი ჰაკან ჩალხანოღლუა, რომელმაც გასულ 5 შეხვედრაში საშუალოდ 8,18 ქულა მიიღო, მეორე-მესამეზე ერთნაირი შეფასებით (8,03 ქულა) ისრაელის ნაკრების მოთამაშე მანორ სოლომონი და ბელგიელი კევნ დე ბრუინეარიან, ხოლო ქართველი მოთამაშე 8,00 ქულით რეიტინგში მეოთხეა.
ხვიჩა კვარაცხელიამ C4 ჯგუფის 5 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, 2 ასისტი შეასრულა და 2 პენალტი მოიპოვა.