პოლიტიკა

ლაშა ბექაური თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ფინალურ ბლოკში ოთხი ქართველი გადავიდა.

90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი გაიმართა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა, დაძაბულ ბრძოლაში, ევროპის პირველობის მოქმედი გამარჯვებული ლუკა მაისურაძე დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი კარიერაში პირველად მოიგო.

დღეს ფინალურ ბლოკში ოქროს მედლებისთვის ილია სულამანიძე (100 კგ) და მძიმეწინოსანი გელა ზაალიშვილიც იჭიდავებენ.

ფინალში სულამანიძე მონღოლეთის წარმომადგენელ გონჩიგსურენ ბატჰუიაგს შეხვდება, ხოლო ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული გელა ზაალიშვილი თურქ მუნირ ერტუგს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ორი მედალი იყო. ტურნირზე ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.

ასევე ნახეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია