პოლიტიკა

ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

დღეს სასტუმრო რედისონში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობა გაიმართა, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილეს და სფფ-ის პრეზიდენტი აირჩიეს. რეგისტრირებული ერთადერთი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი იყო.

არჩევნებში ხმის მიცემის მქონე 31 დელეგატიდან რეგისტრაცია 28 გაიარა და ყველა მათგანმა მხარი ლევან კობიაშვილს დაუჭირა. კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მესამე ვადით მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

დღესვე სფფ-ის აღმასკომის წევრებიც აირჩიეს.

ასევე ნახეთ

U21 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია