პოლიტიკა

ლუკა ლოჩოშვილის კომენტარი FIFA-ს ჯილდოზე

ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი ფიფა-ს ორგანიზებით მიმდინარე გალა-საღამოს ერთ-ერთი გმირი გახდა – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს საგანგებო ჯილდო გადასცეს.

სამართლიანი თამაშის (Fair Play) პრიზის ნომინანტები, საქართველოს ნაკრების და იტალიური „კრემონეზეს“ მცველთან ერთად, ედუარდო კამავინგა („რეალი“) და სადიო მანე („ბაიერნი“) იყვნენ, მაგრამ ჟიურიმ ქართველის საქციელი ყველაზე მეტად დააფასა.

ლუკა იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის თამაშისთვსის ემზადება და ამიტომ ჯილდო პირადად ვერ მიიღო, მაგრამ გალა-საღამოზე ჩაერთო და მადლობა გადაიხადა.

„მიხარია ამ ჯილდოს მიღება, მაგრამ ყველაზე მეტად სიცოცხლის გადარჩენა მახარებს, რაც ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.

გასული წლის თებერვალში, როდესაც ლუკა ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ თამაშობდა, ბუნდესლიგის 21-ე ტურის მატჩი გაიმართა. „ვოლფსბერგერი“ შინ ვენის „აუსტრიასთან“ 0:1 დამარცხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მატჩის მიწურულს მოხდა, როცა მასპინძელთა ნახევარმცველი ტიგლი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. ფეხბურთელს პირველადი დახმარება ლოჩოშვილმა გაუწია და სიკვდილისგან იხსნა.

ასევე ნახეთ

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ნოემბერში 2 მატჩს გამართავს

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები EuroBasket 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ნოემბერში 2 მატჩს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს. 21 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია