პოლიტიკა

ნაპოლიში ახალშობილს ხვიჩა დაარქვეს

ნაპოლიში დაიბადა პირველი ბავშვი სახელად ხვიჩა. ამის შესახებ ნაპოლის სპორტული გამოცემა Spazionapoli წერს.

დანიელ ხვიჩა ასე ქვია ახალშობილს. მისმა მშობლებმა ერთობლივად შეარჩიეს შვილისთვის ეს სახელი, რადგანაც ორივე ნაპოლის საფეხბურთო გუნდის გულშემატკივარია.

„მე ნაპოლის დიდი გულშემატკივარი ვარ და როგორც მიხვდებოდით, მამაჩემიც ასეთი იყო. 1986 წელს დავიბადე და დიეგო არმანდო მარადონას პატივსაცემად, მეც არმანდო დამარქვეს. რაც შეეხება ჩემს პარტიორს, ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებაა,“ – ამბობს პატარა ბიჭის მამა არმანდო.

ხვიჩა კვარაცხელია  ნეაპოლში სათამაშოდ წელს გადავიდა. ის პირველივე თამაშებიდან შეიყვარა ხალხმა. საფეხბურთო კლუბი ნაპოლი ამჟამად Serie A-ს სათავეშია და ჩემპიონობასთან ახლოსაა, თავად ხვიჩა სამჯერ გახდა თვის საუკეთესო ფეხბურთელი.

 

 

ასევე ნახეთ

U21 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთთან წააგო

საქართველოს საფეხბურთო ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაატარა. ჟილინაში გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია