პოლიტიკა

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს.

მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი ივან დოდიგი სამ სეტში – 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და მერვედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე გერმანელ ნეგრიტუსა და ფრანგ ლესტიენს შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ქართველმა ჩოგბურთელმა სეულის ჩელენჯერი მოიგო, ის რეიტინგში ამჟამად 215-ე ადგილზეა.

ასევე ნახეთ

U21 ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ჩვენი გუნდი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია