პოლიტიკა

ნინო სალუქვაძის ტირში დასრულდა “შოთა ქველიაშვილის სახელობის თასის გათამაშება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში”

ნინო სალუქვაძის ტირში დასრულდა “შოთა ქველიაშვილის სახელობის თასის გათამაშება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში”.

ტურნირის ბოლო დღეს შერეულ წყვილთა შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც 17 დუეტი ჩაება.

შეჯიბრებაში ყველაზე კარგად ქუთაისური დუეტი გამოვიდა: ნინო ხუციბერიძე და იოანე ხვარეშია – 561 ქულა. მათ 2 ქულით 2 წყვილი ჩამორჩა, იმათგან კი უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები შეჯიბრების მასპინძელი კლუბის წევრებს – ლიზი კილაძეს და კაკო მოსულიშვილს აღმოაჩნდათ. შესაბამისად, მეორეზეც ისინი გავიდნენ, მათსავით 559-ქულიანი მარიამ მარშავა და ცოტნე მაჭავარიანი კი მესამე ადგილს დასჯერდნენ. ტურნირზე 2 მესამე ადგილი თამაშდებოდა და ის მეორე ბრინჯაო თბილისელი მარიამ აბრამიშვილისა და ქუთაისელი გიორგი მუმლაძის დუეტმა დაისაკუთრა 557 ქულით.

აღსანიშნავია, რომ ამ “საქალაქთაშორისო“ წყვილმა წინა შეჯიბრებებშიც იყოჩაღა, წლის დასაწყისში კი ევროპის ახალგაზრდული პირველობის მესამე პრიზიორებიც გახდნენ ანუ წარმატებული დუეტი შექმნეს.

1. ნინო ხუციბერიძე- იოანე ხვარეშია (ქუთაისი) – 561
2. ლიზი კილაძე – კაკო მოსულიშვილი (კნს) – 559
3. მარიამ მარშავა- ცოტნე მაჭავარიანი (კნს) – 559
3. მარიამ აბრამიშვილი (თბილისი)-გიორგი მუმლაძე (ქუთაისი) – 557

ასევე ნახეთ

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალშია

ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2 – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია