თბილისში, ნინო სალუქვაძის ტირში დაიწყო “შოთა ქველიაშვილის სახელობის თასის გათამაშება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში”. ტურნირი უფროსებსა და ახალგაზრდებში ტარდება.
ქალთა შორის ორივე ასაკში 23 მონაწილე გამოვიდა, ორივე ასაკში კი საუკეთესო თელაველი ტყუპისცალი მარიამ ფროდიაშვილი აღმოჩნდა. ის ამჯერადაც უფროსებში გამოვიდა და თვალსაჩინო შედეგით, – 577 ქულით გაიმარჯვა, თანაც ექვსივე სერია თანაბრად კარგად, ჩავარდნის გარეშე ჩაატარა.
მეორე შედეგი 558 ქულა აღმოჩნდა, თუმცა ეს შედეგი ერთბაშად 3 მსროლელს ჰქონდა და მედალოსანთა ბედი ცალკეული სერიების შედეგებით გადაწყდა. ამ ტრიოდან ბოლო სერიაში საუკეთესო სალუქვაძის კლუბის წევრი მარიამ ღვინიაშვილი იყო და ვერცხლიც მას გადაეცა. ბრინჯაო მის თანაკლუბელ მეგი ქადაგიძეს ერგო, ამ კლუბის მესამე წევრი ლიზი კილაძე კი მეოთხე აღმოჩნდადა.
ახალგაზრდებს შორის ისევ სალუქვაძის კლუბის წევრმა მარიამ აბრამიშვილმა გაიმარჯვა, ვისაც ნამდვილად ნაყოფიერი შემოდგომა აქვს – ბოლო პერიოდის ყველა ტურნირზე მედალი მოიპოვა. მათ შორის – ოქროც. რამდენიმე დღის წინ უფროსებში გაიმარჯვა 569 ქულით, ახლა კი 563-ით იპირველია.
გოგოებში დიდი კონკურენცია იყო – აბრამიშვილს 1 ქულით ჩამორჩა თელაველი სალომე ფროდიაშვილი, მან კი, თავის მხრივ, ასევე 1 ქულით გაუსწრო სალუქვაძის კლუბის კიდევ ერთ წევრ მარიამ მარშავას, ვინც შემოდგომის შეჯიბრებებში ასევე სტაბილურად გამოდის.
უფროსები
1. მარიამ ფროდიაშვილი (თელავი) – 577 (96, 95, 97, 96, 97, 96)
2. მარიამ მარშავა (კნს) – 558 (90, 92, 97, 95, 92, 92)
3. მეგი ქადაგიძე (კნს) – 558 (97, 93, 91, 92, 94, 91)
ახალგაზრდები
1. მარიამ აბრამიშვილი (კნს) – 563 (96, 92, 96, 93, 93, 93)
2. სალომე ფროდიაშვილი (თელავი) – 562 (98, 96, 91, 88, 97, 92)
3. მარიამ მარშავა (კნს) – 561 (94, 92, 96, 92, 94, 93)
გუნდური
I . 1702 ქულა
მარიამ აბრამიშვილი – 563
სალომე ფროდიაშვილი – 562
მარიამ ფროდიაშვილი – 577
II. 1677 ქულა
ლიზი კილაძე – 558
მარიამ მარშავა – 561
მეგი ქადაგიძე – 558
III. 1662 ქულა
ნინო ხუციბერიძე – 553
ალექსანდრა კვირიკაშვილი – 552
ვალერია ზორინა – 557