პოლიტიკა

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის მორიგი ტიტულისთვის ბრძოლას იწყებს

ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების შვიდგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი დღეიდან კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმება – იტალიის ქალაქ ასისში სენიორ მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება.

საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში სულ სამი ვეტერანი მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას: სენიორ ქალთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი სოფიკო ტერელაძე და სენიორ მამაკაცებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ზურაბ სტურუა.

ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო – მეშვიდე ტიტული 78 წლის ასაკში მოიპოვა, 2019 წელს 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის.

მსოფლიოს ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით გაიმართება და 26 ნოემბერს დასრულდება.

ასევე ნახეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან 1-0 დამარცხდა

უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინას დაუპირისპორდა და მიხაილო მუდრიკის გატანილი ერთადერთი გოლით 0:1 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია