პოლიტიკა

“ნორვეგიას ჰაალანდი ყავს, საქართველოს კი გურამ კაშია” – ვილი სანიოლი

დღეს სასტუმრო “პულმან თბილისში“ საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ჩვენი გუნდი 25 მარტს მონღოლეთთან ამხანაგური შეხვედრას ჩაატარებს, 28 მარტს კი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი ბათუმში გაიმართება.
ვილი სანიოლმა დავით ხოჭოლავას ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა რომ ქართველმა კოპენჰაგენში გუშინ იმიტომ ითამაშა, რომ კლუბმა სთხოვა.
„დღეს კლინიკაში იყო, დაახლოებით 6-8 კვირა ვერ ითამაშებს. ნაკრებში ჩამოსვლა და გუნდის დახმარება უნდოდა, მაგრამ როცა მენისკის პრობლემა გაქვს, არ უნდა გარისკო, რადგან მას მთელი შენი კარიერის დაზიანება შეუძლია.”
საქართველოს ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკის მნიშვნელობაზე ისუაბრა.
“მინდა, რომ ყველა ჩემი ფეხბურთელი ყოველთვის 90 წუთს თამაშობდეს, მაგრამ ჩემზე არაა დამოკიდებული.აზაროვს თავიდან პრობლემა ჰქონდა, გიორგი წიტაიშვილი ვერ თამაშობს, ნიკა კვეკვესკირი დიდ დროს მოედანზე არასდროს ატარებდა, მაგრამ საჭირო ტემპი აქვს. ლუკა ლოჩოშვილი დაბრუნდა, 45 წუთი ითამაშა და მოედანზე აღარ გასულა.“
რაც შეეხება რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს:
„მე არც პრემიერ-მინისტრი ვარ და არც პრეზიდენტი. ფეხბურთზე ვფიქრობ, წარმატებისთვის საუკეთესო მოთამაშეები მჭირდება, რუსეთში კი რამდენიმე ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს. მე ყველა უნდა გამოვიყენო, რათა ჩვენს დასახულ მიზანს მივაღწიოთ. საბა საზონოვს ვესაუბრე და მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში სურს. პოლიტიკაში არ ვერევი, თუ საზონოვი ნორვეგიასთან მატჩისთვის მზად იქნება, ითამაშებს, თუ არა მოედანზე არ გავა. გაგნიძე ადრე იმიტომ არ გამოვიძახე, რომ მაშინ მზად არ იყო, ახლა ვფიქროსბ, რომ მისი დრო დადგა.“
ვილი სანიოლმა ნორვეგიასთან მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა რომ საქართველოს ნაკრების მიზანი მოგებაა.
„ნორვეგიას ჰაალანდი ყავს, საქართველოს კი გურამ კაშია. ნორვეგია ძალიან ძლიერი გუნდია, ძლიერი, ტოპ მოთამაშეებით, თუმცა ქართველი ფეხბურთელებიც კარგ გუნდებში ასპარეზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიის ნაკრებს ვხვდებით, ჩვენი მიზანი მოგება იქნება.”- განაცხადა ვილი სანიოლმა.

ასევე ნახეთ

ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს

ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია