პოლიტიკა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

19 მარტს, თბილისის დროით 23:00 საათზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ესპანეთის ქალაქ ბადახოსში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება. „ბორჯღალოსანთა“ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა ამ თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა.

რაგბი ევროპამ ჩემპიონატის ფორმატი, რომელიც საქართველოს ნაკრებს აქამდე 14-ჯერ აქვს მოგებული, წელს შეცვალა და ისე მოხდა, რომ „ბორჯღალსნებს“ ფინალში შეუძლიათ ტურნირზე მე-100 გამარჯვება (118 მატჩში) მოიპოვონ. ამასთან, საქართველო დაუმარცხებელი მატჩების სერიას 29-მდე გაზრდის და თავისივე რეკორდს მოხსნის, რომელიც 2012-17 წლებში დაამყარა (28 მატჩი – 27 მოგება და 1 ფრე).

ლევან მაისაშვილმა უკვე დაასახელა ის 23 მოთამაშე, რომლებიც ისტორიულ ფინალში საქართველოსთვის რიგით მე-15 ტიტულის მოპოვებას ეცდებიან.

ნახევარფინალში რუმინეთთან 31:7 მოგების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა – სამი შერკინებაში და ერთი ხაზში. ტრავმის შემდეგ გუნდს უბრუნდება შერკინების შემკვრელი ბექა გორგაძე, რომელმაც წინა შეხვედრები ტრავმის გამო გამოტოვა. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნეს გიორგი ცუცქირიძემ და ბექა საღინაძემ.

უცვლელია მეორე ხაზი, სადაც ნოდარ ჭეიშვილი და კოტე მიქაუტაძე დაწყვილდებიან. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე თამაშს ბექა გიგაშვილი იწყებს. როტაციის პრინციპით შეიცვალა მარცხენა ბურჯი და კვაჭი – ფინალში თამაშს ნიკა აბულაძე და შალვა მამუკაშვილი იწყებენ.

შერკინების მარქაფაში გადაინაცვლეს გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი ჭყოიძემ, ასევე მესამეხაზელმა თორნიკე ჯალაღონიამ. მარჯვენა ბურჯის შემცვლელი კვლავ გურამ პაპიძეა, მეორე ხაზში კი ლადო ჩაჩანიძეს ვიხილავთ.

ხაზში, ტრავმირებული გიორგი კვესელაძის ნაცვლად, მარქაფიდან სასტარტოში დაწინაურდა დემე თაფლაძე, რომელიც ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. ფრთებზე აკა ტაბუცაძე და სანდრო თოდუა დადგებიან. ფულბეკის პოზიციაზეა დავით ნინიაშვილი. უცვლელია ღერძი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე.

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი („ლიონი“, 20 კეპი, 43 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე („შავი ლომი“, 27 კეპი, 125 ქულა), 13. დემე თაფლაძე („შავი ლომი“, 24 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, 92 კეპი, 80ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა („შავი ლომი“, 106 კეპი, 90 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“, 41კეპი, 329 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“, 74 კეპი, 73 ქულა);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე („შავი ლომი“, 9 კეპი), 2. შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“, 96 კეპი, 55 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი („ტულონი“, 33 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“, 45 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“, 81 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“, 28 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე („ლიონი“, 35 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე („პო“, 39 კეპი, 55 ქულა);

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (“შავი ლომი“, 29 კეპი, 30 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“, 36კეპი, 10 ქულა), 18. გურამ პაპიძე („პო“, 8 კეპი, 5 ქულა), 19. ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“, 9 კეპი, 5 ქულა), 20. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“, 21 კეპი, 25 ქულა); 21. გელა აფრასიძე („მონპელიე“, 44 კეპი, 27 ქულა), 22. ლუკა მატკავა („შავი ლომი“, 6 კეპი, 36 ქულა), 23. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“, 2 კეპი).

ასევე ნახეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი Seoul Open Challenger 2024-ის გამაჯრვებულია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამხრეთ კორეაში Seoul Open Challenger-ის ტურნირი მოიგო. სპოტსმენმა იაპონელი მეტოქე ტარო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია