პოლიტიკა

რამაზ სვანაძე – დიდი ხანია ასეთი ერთიანობა ფეხბურთის გარშემო არ მინახავს

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები საქართველოში და რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ ასპარეზობას აგრძელებს. ჩვენი გუნდი ხვალ 1/4 ფინალში ისრაელის ახალგაზრდულ ნაკრებს “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება.დღეს საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ პრესკონცერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

რამაზ სვანაძე: “დიდი ხანია ასეთი ერთიანობა ფეხბურთის გარშემო არ მინახავს და ეს ყველას გამარჯვებაა. ისრაელთან რთულ თამაშს ველოდებით, რადგან უკვე 1/4 ფინალური ეტაპია და სხვანაირად წარმოუდგენელია. ამ ეტაპზე ყველა დამსახურებით თამაშობს. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, ისინი გუნდურიბით გამოირჩევიან. ისრაელს ბოლო პერიოდში წარმატებული სვლა აქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდულ ნაკრებებში, თუმცა ჩვენი მიზანია რომ კვლავ გავახაროთ გულშემატკივარი და ერთიანობა რაც გუნდშია გაგრძელდეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ მატჩის ფავორიტებად ვითვლებით და ეს ჩვენი აღიარებაა. თამაშის წინ დადებითი განწყობა გვაქვს, რადგან ჯგუფური ეტაპი წარმატებით გავიარეთ. ამ შეხვედრაში, მეტოქიდან გამომდინარე ტაქტიკური ცვლილებები იქნება.
ბევრისთვის ჩვენი შემდეგ ეტაპზე გასვლა სიურპრიზი ნამდვილად იყო, თუმცა ჩემთვის არც საქართველოს და არც ისრაელის აქ ყოფნა გასაკვირი არაა.”

საქართველოს და ისრაელის 21 წლამდე ნაკრებების მატჩი 1 ივლისს “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება. თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

ასევე ნახეთ

ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს

ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია