Breaking News

რომან დოლიძე ხუთ საუკეთესო მებრძოლს შორის დასახელდა

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა MMA Mania-მ 2022 წელს ჩატარებული ბრძოლების მიხედვით, ხუთი საუკეთესო სპორტსმენის სია შეადგინა. ტოპ 5-ში რომან დოლიძესთან ერთად დასახელდნენ –  ისლამ მახაჩევი (23-1), ალექსანდრ ვოლკანოვსკი (25-1), ალექს პერეირა (7-1) სერგეი პავლოვიჩი (17-1) და ვეილი ჟანი (23-3).

შეგახსნებეთ, რომ 2022 წელს რომან დოლიძემ სამი ბრძოლა გამართა და სამივე ნოკაუტით მოიგო.

MMA Mania ქართველი მებრძოლის შესახებ წერს: „სამი ბრძოლა, სამი მოულოდნელობა და სამი სასტიკი ფინიში. ეს ბიჭი მოსაწყენი გამოსვლების შემდეგ შეიცვალა და ყველა გაანადგურა, ვინც გზაზე გადაეღობა. უნდა ვაღიაროთ, ვცდებოდით, როცა გვეგონა, რომ კაილი დოკასი, ფილ ჰოუსი ან ჯეკ ჰერმანსონი მას დაამარცხებდნენ. დოლიძემ მოახერხა, მათთვის ტკივილი მრავალფეროვანი და ორიგინალური გზებით მიეყენებინა – დარტყმა მუხლით, მტკივნეული ილეთი ფეხზე, „სლაისერი“. მან დაამტკიცა, რომ ნებისმიერ ორთაბრძოლაში ძალიან სახიფათოა. მომავალი წლის მარტში დოლიძეს დიდი გამოცდა ელოდება, როდესაც მარვინ მეტორის დაუპირისპირდება. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ბრძოლა, რომან დოლიძეს შეუძლია, რომ 2022 წელი სიამაყით გაიხსენოს“.

Check Also

ნიკოლოზ ბასილაშვილი Seoul Open Challenger 2024-ის გამაჯრვებულია

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამხრეთ კორეაში Seoul Open Challenger-ის ტურნირი მოიგო. სპოტსმენმა იაპონელი მეტოქე ტარო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია