პოლიტიკა

რუს და ბელარუს სპორტსმენებს ევროპულ თამაშებზე არ დაუშვებენ

რუს და ბელარუს სპორტსმენებს ევროპულ თამაშებზე არ დაუშვებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ისინი არ დაუშვებენ, რომ თამაშებში მონაწილეობა მიიღონ რუსეთის ფედერაციის და ბელარუსის სპორტსმენებმა.

“კრაკოვის ევროპულ თამაშებზე რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსიის წარმომადგენელი სპორტსმენები არ იქნებიან. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მიუხედავად დიპლომატიური პროცედურებისა, რომელიც ახლა ჩნდება”, – თქვა ევროპული თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მარსინ ნოვაკმა.

ევროპული თამაშები პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 21 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება. მონაწილეობას დაახლოებით 7 000-მდე სპორტსმენი მიიღებს 48 ქვეყნიდან.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...