Breaking News

რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე დაუშვეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ნეიტრალური სტატუსით პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე.

თამაშებში მონაწილეობა შეუძლიათ ინდივიდუალურ ნეიტრალურ სპორტსმენებს, რომლებმაც კვალიფიკაცია გაიარეს. ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდზე წერია, რომ ამ მომენტისთვის ოლიმპიადაზე კვალიფიცირება შეძლო 11 ასეთმა სპორტსმენმა (რვა რუსი და სამი ბელარუსი).

ნეიტრალურმა სპორტსმენებმა რუსეთიდან და ბელარუსიდან ხელი უნდა მოაწერონ მონაწილეობის განახლებულ პირობებს. მასში არის ვალდებულება, პატივი სცენ ოლიმპიურ ქარტიას, მათ შორის, „ოლიმპიური მოძრაობის სამშვიდობო მისიას“.

გუნდურ სახეობებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დაშვებულნი არ იქნებიან. ასევე არ დაიშვებიან ოლიმპიადაზე ისინი, ვინც აქტიურად უჭერენ მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში ან აქვთ კონტრაქტები შეიარაღებულ ძალებთან და ეროვნული უსაფრთხოების ორგანოებთან.

ყველა ნეიტრალური სპორტსმენი უნდა შეესაბამებოდეს ანტისადოპინგო მოთხოვნებს.

ოლიმპიურ თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე ჩატარდება. რუსეთისა და ბელარუსის ნებისმიერი სიმბოლიკის გამოყენება აკრძალული იქნება.

Check Also

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია