პოლიტიკა

საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია – ევროპის ჩემპიონი გუბანოვა მოსკოვში გასამართ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს

ფიგურულ სრიალში ევროპის 2023 წლის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა არ მიიღებს მონაწილეობას შოუში („ფიგურულ სრიალზე შეყვარებულები“), რომელიც 14 თებერვალს მოსკოვში გაიმართება. ეს ინფორმაცია რუსულმა პრესამ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.

ადრე გამოცხადდა იმის შესახებ, რომ გუბანოვა გამოვიდოდა აღნიშნულ შოუში, რომლის ორგანიზატორია მოსკოვის სპორტის დეპარტამენტი.

„ანასტასია გუბანოვა და საქართველოს ნაკრების სხვა წევრები ნებისმიერ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციას არ მიუღია გადაწყვეტილება ანასტასია გუბანოვას აღნიშნულ ღონისძიებაზე გამოსვლის შესახებ“, – წერია ფედერაციის განცხადებაში.

საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციაში აღნიშნეს, რომ კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ, გაავრცელონ დეზინფორმაცია და ეჭვები გამოიწვიონ საზოგადოებაში.

20 წლის გუბანოვა საქართველოს ნაკრებში 2021 წლის აგვისტიდან გამოდის. 2023 წლის იანვარში მან ფინეთის ქალაქ ეპოოში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ქალთა ასპარეზობაში.

ასევე ნახეთ

“ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის დამარცხებით ანთიმოზ ივერიელის თასი და რაგბი ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს

რაგბის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს. „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის თასი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია