პოლიტიკა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ისტორიული შანსი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს  თებერვალში  მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის მნიშვნელოვანი მატჩები ელის. ჩვენ გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე  გასვლის ისტორიული შანსი აქვს.

საკვალიფიკაციო ეტაპის L ჯგუფში ქართველ კალათბურთელებს 4 მოგება და 4 წაგება აქვთ, ასეთივე შედეგი აქვს ისლანდიას, უკრაინის  ნაკრებს კი  3 გამარჯვება აქვს მოპოვებული. რადგანაც L ჯგუფიდან ესპანეთი და იტალია ფინალურ ეტაპზე უკვე გასულები არიან, დარჩენილი ერთი საგზურისთვის ზემოთ აღნიშნული 3 გუნდი იბრძვის.  

თუ საქართველოს ნაკრები დარჩენილ ორივე თამაშს მოიგებს  მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა. ერთი მატჩის მოგების შემთხვევაში კი სხვა თამაშების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

ჩვენი გუნდი 23 თებერვალს სტუმრად  ნიდერლანდებს დაუპირისპირდება,26 თებერვალს კი “თბილისი არენაზე“ ისლანდიას უმასპინძლებს.

ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

ასევე ნახეთ

ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს

ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან …

ჩანთების ონლაინ მაღაზია