ესპანეთში, მადრიდში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასზე სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალურ ეტაპზე ბაზაძე იტალიელ რიკარდო ნუჩიოს დაუპირისპირდა და 15:6 დაამარცხა.
სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ლიდერი გახლავთ. ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ მეთერთმეტედ შეძლო პოდიუმზე ასვლა.