პოლიტიკა

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა სერბეთს მოუგო

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ანტალიაში მიმდინარე შეკრებაზე სერბეთს დაუპირისპირდა და 3-1 გაიმარჯვა.

ანგარიში გაბრიელ სიგუამ მე-11 წუთზე გახსნა. სერბებმა წონასწორობა 28-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით აღადგინეს.
ტაიმის მიწურულს კი თორნიკე მორჩილაძემ მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტით საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

მატჩის საბოლოო ანგარიში, 1-3 შეხვედრის 84-ე წუთზე ირაკლი იაკობიძემ დააფიქსირა.

პირველ ტესტ-მატჩში, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე – ფინეთი 4:2 დაამარცხა.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ევრო 2025 | მატჩების განრიგი

11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა, სლოვაკეთი

14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა, სლოვაკეთი

17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი, სლოვაკეთი

 

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ასევე ნახეთ

საქართველოს U21 ნაკრებმა ფინეთის ნაკრები დაამარცხა

თურქეთში მიმდინარე შეკრების ფარგლებში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, დღეს ანტალიაში, კალისტას სპორტული ცენტრის მოედანზე, ფინეთთან ამხანაგური …

ჩანთების ონლაინ მაღაზია