პოლიტიკა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევრო 2023 პორტუგალიასთან გამარჯვებით დაიწყო

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გამარჯვებით გაიხსნა. რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი პორტუგალიასთან „დინამო არენაზე“ 2:0 მოიგო.

პორტუგალიელები თამაშს აკონტროლებდნენ და უფრო მწვავედ უტევდნენ. საქართველოს ნაკრებმა პირველ ნახევარში მხოლოდ ორი მომენტი შექმნა ტაიმის მიწურულს და ორივე შანსი გოლად აქცია.

წიტაიშვილის გადაცემის შემდეგ გაგუამ პირველი გოლი გაუტანა მეტოქეს ბოლოს კი, წიტაიშვილის კუთხურის შემდეგ, კართან საზონოვი გაიხსნა შესვენებამდე საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვების შემდეგ ჯგუფში პირველ ადგილზეა. ჯგუფის მეორე თამაში: ნიდერლანდები-ბელგია 0:0 დასრულდა.

ჩვენი გუნდი შემდეგ მატჩს 24 ივნისს ბელგიასთან გამართავს.

ასევე ნახეთ

ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია