პოლიტიკა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება

  საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩები ელის.

 ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდისთვის მომავალი ფანჯრის მატჩები უაღრესად მნიშვნელოვანია – განსაკუთრებით კი მატჩი ისლანდიასთან, რომელიც ჩვენი უშუალო კონკურენტია მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისთვის ბრძოლაში.

 საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას სწორედ ისლანდიასთან გამართავს. მატჩი რეიკიავიკში, 11 ნოემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება. ესპანეთთან ერთად ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი იტალია “თბილისი არნაზე” ილიას ზუროსის გუნდს 14 ნოემბერს, 19:00 საათზე დაუპირისპირდება. მომავალი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ეროვნული გუნდი 7 ნოემბერს პირდაპირ ისლანდიაში შეიკრიბება, სადაც ნაკრების წევრები იმ ქვეყნებიდან ჩავლენ, სადაც ამჟამად იმყოფებიან. საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია დაეხმარება. იმ 12 კალათბურთელს, რომლებიც 11 ნოემბერს ისლანდიას დაუპირისპირდებიან, ილიას ზუროსი თამაშის წინა დღეს დაასახელებს.

ასევე ნახეთ

“დედა და ილია” – წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

UFC-ის ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახისა და დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ცხოვრების შესახებ გამოცემული წიგნი – “დედა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...