პოლიტიკა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეიოფში გავიდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა, ანუ მოხვდა კონტინენტის საუკეთესო 16 გუნდში, სადაც მოქმედი ჩემპიონი ესპანეთისთვის ადგილი არ მოინახა. სწორედ საქართველოსთან წაგების გამო ჩარჩა ესპანეთი ჯგუფში.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ესპანეთთან სენსაციური გამარჯვებით 83:69 დაიწყო. შემდეგ, იტალიასთან 78:62 და საბერძნეთთან 53:94 წააგო. კვიპროსს კი დიდი სხვაობით, 61:93 მოუგო. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ბოსნია და ჰერცევროგოვინასთან 84:76 წააგო და საბერძნეთის გამარჯვებაზე იყო დამოკიდებული საქართველოს შემდეგ ეტაპზე თამაში.

საბერძნეთმა ესპანეთს მოუგო, რითაც საქართველომ ჯგუფში მე-4 ადგლი დაიკავა. C ჯგუფის მატჩები კვიპროსში გაიმართა, ახლა კი ევრობასკეტი რიგასი გარძელდება, სადაც პლეიოფის სათამაშოდ ჩვენი გუნდი წავიდა.
ევრობასკეტის პლეიოფში საქართველო უძლიერეს საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩი 7 სექტემბერს გაიამრთება.

სწორედ ლატვიის დედაქალაქში მიფრინავს ხვალ ჩარტერული რეისი ლიმასოლიდან, რომელსაც ჯგუფიდან გასული 3 ნაკრები – იტალია, ბოსნია და საქართველო მიჰყავს (საბერძნეთი საკუთარი თვითმფრინავით რიგაში უკვე გაფრინდა). სწორედ საბერძნეთი დაეხმარა საქართველოს ჯგუფიდან გასვლაში და ამით განმეორდა ისტორია – ბოლოს საქართველო ევრობასკეტის ჯგუფიდან 2015 წელს გავიდა და მაშინაც ჯგუფის ბოლო მატჩში საბერძნეთის გამარჯვებამ გაიყვანა ჩვენები პლეი ოფში.

ეს ამბავი ასე მოხდა: ხორვატიაში ტარდებოდა ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფი, სადაც საქართველოსთან ერთად ხორვატია, საბერძნეთი, მაკედონია, ჰოლანდია და სლოვენია იყვნენ. საქართველომ ჯგუფში მაკედონიას და ხორვატიას მოუგო და ჯგუფის ბოლო მატჩში ერთმანეთს საბერძნეთი და ჰოლანდია ხვდებოდნენ. ჰოლანდიელებს საქართველო დამარცხებული ჰყავდა, საბერძნეთი ჯგუფიდან გასული იყო და ჰოლანდიის მოგება არაფერში სჭირდებოდა, თუმცა ბოლო დამებზე, დაძაბულ ბრძოლაში ბერძნებმა იმარჯვეს და საქართველო მერვედფინალის სათამაშოდ საფრანგეთში გაემგზავრა.

 

ფოტო – GBF

ასევე ნახეთ

საქართველო vs თურქეთი – მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყოდვა იწყება

საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ საშინაო მატჩს გამართავს. 4 სექტემბერს, ჩვენი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია