საქართველოს ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთის ქალთა ნაკრებს 3-1 მოუგო და ზედიზედ 2 გამარჯვება იზეიმა. ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმათა. გუნდებმა ამხანაგური შეხვედრა 13 ივლისსაც გამართეს. ახალი მთავარი მწვრთნელის, ირის ანტმანის ხელმძღვანელობით ჩატარებული პირველი შეხვედრა ჩვენმა გუნდმა 5-0 მოიგო.
16 ივლისს მატჩში კი ანგარიში თეონა ბაქრაძემ მე-17 წუთზე გახსნა, სტუმრებმა წინასწორობა 36-ე წუთზე ოქსანა პიზლოვას გოლით აღადგინეს და პურველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა.
მეორე ნახევარში ქართველებმა 2 გოლი გაიტანეს. ჩვენი გუნდი
ნათია დანელიამ 51-ე წუთზე დააწინაურა, საბოლოო ანგარიში 3-1 თინათინ ამბალიამ დააფიქსირა.
სომხეთის ნაკრებთან ჩატარებული ამხანაგური მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის ერთა ლიგის გათამაშებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. უახლოეს ოფიციალურ მატჩებს ჩვენი გუნდი სექტემბერში, თურქეთის და ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.