პოლიტიკა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდე გაიზარდა

პორტალმა transfermarkt-ის განახლებული მონაცემებით, რომლის, ევროპის ჩემპიონატზე გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

„ვალენსიის“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ფასი 35 მილიონი ევრო გახდა (წინა ფასი 30 მილიონი ევრო იყო). გაიზარდა გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება და ახლა ცხრა მილიონ ევროს შეადგენს (წინა მაჩვენებელი რვა მილიონი ევრო).

საქართველოს ნაკრების ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი:

1. ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო.

2. გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 35 მილიონი ევრო.

3. გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“ – 9 მილიონი ევრო.

4. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 3 მილიონი ევრო.

5. საბა საზონოვი, „ტორინო“ – 3 მილიონი ევრო.

ასევე ნახეთ

სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია