პოლიტიკა
GFF

საქართველოს ნაკრებმა ტაილანდი რეკორდული ანგარიშით 8:0 დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო  ნაკრებმა ტაილანდი რეკორდული ანგარიშით 8:0 დაამარცხა.  ამხანაგური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ჩვენ გუნდს  ასეთი სხვაობით არასდროს მოუგია,  აქამდე საქართველოსთვის  ყველაზე დიდი სხვაობით 1997 წელს 7:0 სომხეთთან გამარჯვება იყო.

ქართველებმა სუსტი მეტოქე მარტივად დაჯაბნეს და შანსი არ დაუტოვეს.  ვილი სანიოლმა  ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა.  რეკორდული ანგარიშით მოგებასთან  ერთად ტაილანდის ნაკრების კარში გატანილი 4 გოლით, გიორგი მიქაუტაძე გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, ერთ შეხვედრაში, ოთხი გოლი გაიტანა.  ტაილანდელთა კარში ორი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა, სადებიუტო სანაკრებო გოლი მიითვალა ლუკა ლოჩოშვილმა, მატჩის საბოლოო შედეგი კი,  შეცვლაზე შემოსულმა ხვიჩა კვარაცხელიამ დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს გამართავს. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრაში  ჩვენი გუნდი კვიპროსს უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

გოლები: 1:0 – ზურიკო დავითაშვილი (9’), 2:0 – ლუკა ლოჩოშვილი (12’ ჩაკვეტაძის პასით),  3:0 – გიორგი მიქაუტაძე (24’), 4:0 – გიორგი მიქაუტაძე (37’ ლობჟანიძის პასით), 5:0 – გიორგი მიქაუტაძე (41’ ჩაკვეტაძის პასით), 6:0 – ზურიკო დავითაშვილი (44’ მექვაბიშვილის პასით), 7:0- გიორგი  მიქაუტაძე (56’ პენალტი),  8:0 – ხვიჩა კვარაცხელია (66’ ალთუნაშვილის პასით)

ასევე ნახეთ

ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაურმა (90კგ) ჩემპიონის ტიტული პარიზში დაიცვა და ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია