საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგი 4:2 დაამარცხა.
ქალთა ერთა ლიგის მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყო, თუმცა 44-ე წუთზე ტექნიკური ხარვეზის, ელექტრო ენრგიის გათიშვის გამო დროებით შეჩერდა. შეხვედრა რამდენიმე წუთში მიხეილ მესხის სათადარიგო მოდანზე განახლდა.
პირველი ნახევრის შემდეგ, სტუმრები მატჩს 2-ბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მეორე ტაიმში ქართველებმა 4 გოლის გატანა შეძლეს. თეონა ბაქრაძის და ხატია ჭყონიას გატანილი გოლების შემდეგ ანგარიში გათანაბრდა.
ჩვენი გუნდი ნინო ბუხრიკიძემ დააწინაურა, ხოლო მატჩის დამატებული დროის მეშვიდე წუთზე ნათია დანელიამ საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო მატჩს 5 დეკემბერს, 19:00 საათზე, მერსინში, თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.